|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს გვირილობაა (PHOTO)

დღეს ქუთაისში "გვირილობის" აღნიშვნა დაიწყო.  ქალაქში 30-ზე  ღონისძიებაა დაგეგმილი. ეწყობა კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ცენტრალურ მოედანზე მოეწყო ღია კაფეები, ცენტრალურ ბაღში კი ყვავილების ბაზრობა. ასევე დადგმულია ატრაქციონები.  ამ დღის აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან, ქუთაისის დალოცვით დაიწყო. 

12:30 ცენტრალურ ბაღში დაიწყება  ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალების სახელოვნებო, ქორეოგრაფიული, საბალეტო ჯგუფების მოსწავლეთა მიერ, თეატრალიზირებული შოუ -ფლეშმობი.   12:00 საათზე  გაიხსნება ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმის მიერ მე-20 საუკუნის ცენტრალური ნაწილის ფოტოების გამოფენა (ცენტრალური მოედნის, ბაღის კიდის, ბულვარისა და მერიის ძველი ფოტოები), ასევე ს სამხატვრო სკოლისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პერფომანსი - მოსწავლეთა ხელთნაკეთი ნამუშევრებისა და ნახატების გამოფენა. საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ტუბერკულიოზით დაავადებულთა დასახმარებლად . ცენტრალურ ბაღში. ფოტოსესია- „გიმნაზისტები გვილოცავენ გვირილობას“ - ცენტრალურ ბაღში.

დღის განმავლობაში გაიმართება  ჯომარდობა მდინარე რიონზე, ტყვიის სროლა, ქართული ხალხური ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა,  მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, პანტომიმის თეატრის პერფორმანსი და სხვა ღონისძიებები.  

დღის ბოლოს გალა კონცერტი გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გვირილობა კვირეულის ფარგლებში აღნიშნება. 

 

     

        

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი