დღეს მოწამეთობა აღინიშნება
დღეს, 15 ოქტომბერს, მართლმადიდებელი მრევლი ქართველი წმინდანების დავითისა და კონსტანტინეს ხსენების დღეს აღნიშნავს. საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე.
მოწამეთობის დღის აღსანიშნავად ტაძარში მრევლი ქუთაისის მახლობლად, მოწამეთას ტაძარში საქართველოს ყველა კუთხიდან ჩადის. რაც შეეხება დღევანდელი დღის ტრადიციას, ტაძარი, ლეგენდის თანახმად, სწორედ იმ ადგილზეა აგებული, სადაც მურვან-ყრუმარგვეთელი მთავრები დავით და კონსტანტინე მხეიძეები აწამა.
დავით და კონსტანტინე, ძველი ქართული წყაროებით, იყვნენ არგვეთის (ზემო იმერეთი) მთავრები VIII საუკუნის I ნახევარში, მხეიძეთა ფეოდალური გვარიდან. ისინი გმირულად იბრძოდნენ საქართველოში შემოჭრილ არაბი სარდლის მურვან-ყრუს წინააღმდეგ. არგვეთის ბრძოლაში არაბებმა შეიპყრეს ისინი და მოწამებრივი სიკვდილით დასაჯეს. ქართველებმა მათი გვამები დაკრძალეს მდინარე წყალწითელას ნაპირზე, სადაც ახლა მოწამეთას მონასტერია. ქართულმა ეკლესიამ დავით და კონსტანტინე მხეიძენი წმინდანებად შერაცხა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















