|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

8 მარტი- ქალთა საერთაშორისო დღე

დღეს მსოფლიოში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. წლევანდელი 8 მარტის თემაა „დრო მოვიდა: აქტივისტები ქალთა ცხოვრების შესაცვლელად“.

როგორც გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წელს ქალთა საერთაშორისო დღე ქალთა უფლებების, თანასწორობისა და სამართლიანობისთვის მიძღვნილი უპრეცედენტო გლობალური მოძრაობის პარალელურად აღინიშნება.

ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაცია და სექსუალური შევიწროება პრესის ყურადღებისა და საჯარო დისკურსის საგანი გახდა, რაც ცვლილების განხორციელების მზარდი სურვილით იყო გამოწვეული.

2018 წელს ქალთა საერთაშორისო დღე ქმნის შესაძლებლობას, რომ ეს იმპულსი, ქალების გაძლიერების მიზნით, ყველა გარემოში, ქალაქსა თუ სოფელში ქმედებაში გადაიზარდოს და იმ აქტივისტების ძალისხმევა დაფასდეს, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვისა და მათი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის დაუღალავად მუშაობენ.

გაერო-ს კომისია ქალთა სტატუსის შესახებ, მომდევნო 62-ე სესიის პრიორიტეტულ თემასთან დაკავშირებით, ქალთა საერთაშორისო დღეს ყურადღებას იმ სოფლად მცხოვრები ქალების უფლებებსა და აქტივობაზე ამახვილებს, რომლებიც მსოფლიო მოსახლეობის ერთ მეოთხედზე მეტსა და სასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებულ ქალთა 43%-ის უმრავლესობას წარმოადგენენ.

სოფლად მცხოვრებ ქალებს საკუთარი ქვეყნების საკვებით უზრუნველყოფის, სურსათის უსაფრთხოებისა და კლიმატის მიმართ გამძლეობის განმტკიცებისთვის მიწაზე მუშაობა უწევთ. თუმცა, არსებული გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის გამო, განვითარების ყველა პარამეტრით, ისინი სოფლად მცხოვრებ კაცებსა თუ ქალაქში მცხოვრებ ქალებზე უარეს პირობებში არიან.

 

ქალთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა