|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„დღეს ქოციც და ნაციც, ყველა ამბობს, რომ ქალაქს უნდა დარჩეს სტატუსი"-აკაკი ბობოხიძე

„დღეს ქოციც და ნაციც,  ყველა ამბობს, რომ ქალაქს უნდა დარჩეს სტატუსი, თუმცა,  ეს არის ცარიელი სიტყვები,  რადგან საწინააღმდეგოს თქმა  არ მოეწონება ქუთაისის ამომრჩეველს. თუ ასე არ არის, მაშინ  დატოვონ ის პარტია, რომელსაც ამ საკითხზე საწინააღმდეგო პოზიცია აქვს“ , - აცხადებს ქუთაისის #48 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი აკაკი ბობოხიძე.  

 მისი თქმით, მთავარი პრობლემა, რომელსაც მოსახლეობასთან შეხვედრების დროს აწყდება, ესაა მძიმე სოციალური მდგომარეობა და უპერსპექტივობის განცდა, რაც ქალაქიდან მოსახლეობის გადინებას იწვევს.  მისი თქმით, ამ პრობლემის გადაჭრას არა მისი, როგორც ერთი მაჟორიტარის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება სჭირდება.

„ჩვენ ვთავაზობთ ქალაქს იდეას, რომელსაც ქვია- ქუთაისი საპარლამენტო დედაქალაქი.  თუ ქუთაისი რეალურად გახდება პოლიტიკური ცენტრი, ამ ქალაქის მიმართ შეიცვლება დამოკიდებულება“, - აცხადებს ბობოხიძე.

მისი თქმით, ქალაქში მხოლოდ შენობის არსებობა და  და პარლამენტარების ორი კვირით ჩამოსვლა ვერაფერს მისცემდა ქუთაისს, „პოლიტიკურ დედაქალაქში თანდათან უნდა გადმოვიყვანოთ მთავრობა. მინისტრებიც იქნებიან იქ, სადაც იქნება დედაქალაქი“, -აღნიშნავს ის.

„მე ამის გამოც მინდა დედაქალაქი გავიდეს თბილისიდან, რომ ყველაფრის ცენტრი არ იყოს თბილისი, დღეს ყველა სფერო მონოპოლიზირებული აქვს თბილისს. მე ვთვაზობ საქართველოს თურქეთის ვარიანტს, ანკარა არის დედაქალაქი, სტამბული კი პირველი ქალაქი. მე არ ვიცი, ანკარას დედაქალაქის სტატუსი რომ ჩამოერთვას, შეინარჩუნებს თუ არა მისი მოსახლეობის ნახევარზე მეტს. მაგრამ სწორედ ეს სტატუსი აძლევს მას საშუალებას შუაგულ თურქეთში იარსებობს, როგორც ძალიან მნიშვნელოვანმა ქალაქმა. ამას ვამბობ, როცა არ არის „ინდისტრიული“ ქუთაისის აღდგენის შანსი და რისი შანსიც იყო, ის გავაკეთეთ“.

ბობოხიძის თქმით, მისი მთავარი კონკურენტი არის ფული, რომელიც აქვს "ქართულ ოცნებას" და რა  სახელი და გვარი იმალება მის  უკან,  არ აქვს მნიშვნელობა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა