"იმედი მაქვს, ხელისუფლება სისულელეს არ ჩაიდენს"
"ჩვენ რომ ჩვენი სათქმელი ვუთხრათ ერთმანეთს, იმედი მაქვს ამაში ხელს არავინ შეგვიშლის"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გია თევდორაძემ მოსალოდნელი ექსცესების შესახებ "ნიუპრესის" კითხვის" პასუხად. მისი თქმით, მას არ შეუძლია ხელისუფლების ქმედების პროგნოზი გააკეთოს, თუმცა თვლის, რომ ასეთ სისულელეს არავინ ჩაიდენს. "თუ რაიმეს ჩაიდენს მმართველი გუნდი, ამაზე რაიმეს თქმა არ შემიძლია, თუმცა არ მგონია, რომ ასეთი სისულელე ვინმემ გააკეთოს"-განაცხადა მან.
თვდორაძემ გზის გადაკეტვის გამო მოსახლეობის დისკომფორტის შესახებაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ამის გამო შეწუხებული მოსახლეობა მათ არ შეუნიშნავთ."ჩვენ ვცდილობდით ამ დღების განმავლობაში ისეთი ადგილი შეგვერჩია, რომ მოსახლეობას ნაკლები დისკომფორტი შექმნოდა, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ გზა არ გადავკეტეთ ისე, რომ მოსახლეობისათვის ავლითი გზა არ დაგვეტოვებინა. ქუთაისიელებს საშუალება აქვს, არ შეფერხდნენ და წმინდა ნინოს ქუჩით იარონ"-განაცხადა გია თევდორაძემ.
შეგახსენებთ, დღეს ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია იმართება, რის გამო გადაკეტილია მერიის მიმდებარე, რუსთაველის ქუჩა. აქცია 14:00 საათზეა დაგეგმილი. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წევრებმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა უკვე დაიწყეს ადგილზე შეკრება.
"ნაციონალური მოძრაობის" აქციის მზადების პარალელურად ქალაქში "ქართული ოცნების" მხარდამჭერების ავტოკოლონა დროშებით გადაადგილდება. მათი თქმით, საზოგადოებას 1ოქტომბრის გამარჯვებას ახსენებენ.

ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















