|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა კავშირი აქვს ზესტაფონში გაჩენილ ხანძართან საკრებულოს თავმჯდომარეს?

ზესტაფონის ე.წ. შავი ბაზრის დირექტორი და ამავდროულად აღნიშნული ობიექტის, შპს „საირხეს“ მეწილე ცეზარ მაღლაკელიძე ობიექტის დაწვის უკან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინტერესებსაც ხედავს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა ცეზარ მაღლაკელიძემ განაცხადა, რომ გარკვეულ პირთა ჯგუფს, რომელთა შორის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძეც ფიგურირებს, 2013 წლიდან გააჩნიათ ამ ტერიტორიის ხელში ჩაგდების სურვილი. მაღლაკელიძის თქმით, მათ შუამავალიც მიუგზავნეს და 400 000 შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ შპს „საირხეს“ წილი დაეთმო და სავაჭრო ობიექტის მართვიდან გასულიყო.

რაც შეეხება თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელს, დავით მაღრაძე ამ ბრალდებებს აბსურდულს და საფუძველს მოკლებულს უწოდებს და ამბობს, რომ არც მას და არც ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს ბიზნესინტერესები და სავაჭრო ობიექტის საქმიანობაში ჩარევის სურვილი არასდროს ჰქონია. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებითვე, ცეზარ მაღლაკელიძე მაქსიმალურად ცდილობს მასსა და ობიექტის სხვა მეწილეებს შორის არსებულ მრავალწლიან დავაში რაიმე ფორმით ჩაითრიოს ხელისუფლებაც.

ცოტა ხნის წინ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ზესტაფონში არსებულ სხვა სავაჭრო ობიექტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დამწვარ ბაზარში დასაქმებული მოვაჭრეები, რომელთა საქონელიც ხანძარს გადაურჩა, საქმიანობას სხვა სავაჭრო სივრცეში ორი თვის განმავლობაში გადასახადის გარეშე გააგრძელებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა