|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეკონომიკის სამინისტრომ ქუთაისის მერიას 82 ობიექტი გადასცა

ქუთაისის მერიის საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში 500-მდე ობიექტია. მათგან ნაწილი შენობა, ნაწილი კი მიწის ნაკვეთია. ობიექტთა ჩამონათვალი პერიოდულად იცვლება, ახალი ობიექტების დამატების შემთხვევაში. „ნიუპრესი“ დაინტერესდა,  გასული  წლების განმავლობაში   ქუთაისის მერიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროსგან რამდენი ობიექტი გადაეცა.

როგორც მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, ქუთაისს სამინისტრომ 82 ობიექტი გადასცა. აქედან ნაწილი შენობა-ნაგებობაა, ნაწილი მიწის ნაკვეთია. მერიისათვის გადაცემულ ობიექტებში აღმოჩნდა 9 სხვადასხვა ფირმის ავტომობილი.

წელს მერია პრივატიზებისგან 3 500 000 ლარს ელოდება, 6 თვის მონაცემებით ეს თანხა 784 600 ლარია.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა