|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ემიგრანტები "რუსთავი 2" -თან დაკავშირებით სანქცირებულ საპროტესტო აქციას გამართავენ

ათენში, საქართველოს საკონსულოს წინ "რუსთავი 2" -თან დაკავშირებით ემიგრანტები სანქცირებულ საპროტესტო აქციას გამართავენ. 25 ოქტომბერს კვირას ათენში, საქართველოს საკონსულოსთან რუსთავი 2 -თან დაკავშირებით ემიგრანტები სანქცირებულ საპროტესტო აქციას გეგმავენ, სადაც საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ და მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას.

მშვიდობიანი საპროტესტო აციის ორგანიზატორებმა განცხადება სოციალური ქსელებით უკვე გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,25 ოქტომბერს, 2 სთ-ზე საქართველოს საკონსულოს წინ, ერთად მივაწვდინოთ ხმა საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა. მოგვცეს ემიგრანტებს საშუალება, ნუ შეგვიზღუდავს ხელოვნური ბარიერებით  თავისუფალ სიტყვას.   ჩვენ გჭირდება, ემიგრანტების - ხალხის ტელევიზია  "რ უ ს თ ა ვ ი 2 !

შეკრების ადგილი: Παλαιό Ψυχικό,Ταϋγέτου 127 ( პალიო ფსიხიკო, ტაიგეტიუ 127) საქართველოს საკონსულოს წინ მიმდებარე ტერიტორია.

ავტობუსები: 550 პალიო ფალირო A7 პოლიტეხნიუ, ქ სტურნარი X14 სინდაგმა."

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა