|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ენერგო პრო" მოსალოდნელი გათიშვის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"ენერგო პრო ჯორჯიას" განცხადებით, 29 ივნისს ელექტროენერგია ქუთაისის ათასამდე აბონენტს შეეზღუდება.

 "მაღალი ძაბვის ქვესადგურ „მოწამეთაში“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11. 00 საათიდან 15. 00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაახლოებით 950 აბონენტს  ქუთაისში. ძაბვის მიწოდება დროებით შეუწყდება გელათის, კიბულას, კლდიაშვილის, ტყიბულის, განათლებისდა მიმდებარე ქუჩებსა და შესახვევებს. 

აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში.  სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება"-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა