|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ენერგო პრო ჯორჯია" ქუთაისში მეორად მრიცხველებს ამონტაჟებს"

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულია „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქუთაისში მეორადი მრიცხველების მონტაჟში ადანაშაულებს. გოგი წულაიას განცხადებით, კომპანია თბილისში დაწუნებულ, გარემონტებულ მრიცხველებს იყენებს ქუთაისში და თითო აბონენტს გამრიცხველიანებაში 400 ლარს ართმევს.
 
 
„ენერგო პრო ჯორჯიას“ ყოფნის თავხედობა და თითო აბონენტს გამრიცხველიანებისთვის ართმევს 400 ლარს და რაც მთავარია, გამრიცხველიანებას ახდენს მეორადი, შეკეთებული მრიცხველებით. მრიცხველი, რომელიც დაიწუნეს თბილსში მოაქვთ ქუთაისში და ახდენენ მათ მონტაჟს“-განაცხადა გოგი წულაიამ.
 
 
მისი თქმით, კომპანია ასევე მოქმედებს თაღლითური სქემით და ვადაგადაცილების გამო მოქალაქეებს ჯარიმად გადახდილი ტარიფის მაქსიმალურს ახდევინებს.
 
 
„გარდა იმისა, რომ მეორად მრიცხველს უყენებს, ასევე ძარცვავენ ისედაც გაჭირვებულ ადამიანებს და მესამე ვადაგადაცილებაზე უწესებენ ჯარმიმას მის მიერ გადახდილი ყველაზე მაღალი თანხის ოდენობით. კომპანია მოქალაქეებს ეუბნება, რომ ეს თანხა დეპოზიტზე დევს და თუ არ მოხდება შემდგომი ვადაგადაცილება, ეს თანხა დაუბრუნდებათ, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რა ხდება ქვეყანაში, როგორ გაჭირვებაში არიან ადამიანები და მათ არ აქვთ შესაძლებლობა დროულად გადაიხადონ თანხა, ამიტომ მათ მიერ გადახდილი მილიონობით ლარის ჯარიმა რჩება კომპანიას, რომელიც ამასთან დაკავებულია მევახშეობით და ბანკებთან გარიგებით კიდევ აპროცენტებს ამ თანხას, ეს არის ძარცვა და დანაშაული“, -განაცხადა წულაიამ.
მისი თქმით, ვადაგადაცილების გამო გასულ წლს 22 000 აბონენტს გაუთიშეს ელექტორენერგია, წელს კი გაძვირებული ტარიფის გამო მათი რიცხვი 32 000 მიაღწევს. გოგი წულაია მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მთავრობა არ ინტერსედება მოქალაქეების ბედით და კომპანიების მუშაობით.
 
ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადებით, "კომპანია მომხმარებლებს ინდივიდუალური გამრიცხველიანებისას ან დაზიანებული აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების დროს სრულიად უსასყიდლოდ უმონტაჟებს ან უცვლის მრიცხველებს. ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთების პროექტის ფარგლებში დამონტაჟებულ მრიცხველების შემთხვევაში, როგორც წესი, აბონენტებს ახალი აღრიცხვის კვანძები უმონტაჟდებათ. ეს მრიცხველები კომპანიას ევროპიდან შემოაქვს, ისინი სტანდარტებს პასუხობს და ISO სერტიფიკატი გააჩნიათ. მაგრამ ელექტრომრიცველი, ისევე როგორც ნებისმიერ ელექტროხელსაწყო, შეიძლება დაზიანდეს. ამ შემთხვევაში ენერგო-კომპანია აბონენტებს მაქსიმალურად ოპერატიულად უცვლის მრიცხველებს. მრიცხველები, რომელთა აღდგენა შესაძლებელია, რემონტდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ. აღდგენილი აღრიცხვის ხელსაწყოები ასევე შეესაბამება მოქმედ სტანდარტებს და შესაძლებელია, განმორებით იქნას გამოყენებული. რაც შეეხება დეპოზიტის დარიცხვას აბონენტისთვის, ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი წელიწადში სამჯერ დროულად არ იხდის ელექტროენერგიის მიმდინარე გადასახადს. ეს რეგულირდება ნორმატიულად, კერძოდ „ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“, რომელიც ერთ-ერთი სახელმძღვანელო ნორმატიული დოკუმენტია ენერგოკომპანიითვის. აღნიშნული წესები ითვალისწინებს, რომ კომპანიას შეუძლია „მომხმარებელს მოთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში“, თუ „მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში“. ხოლო თუ „12 თვის განმავლობაში მომხმარებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და დარიცხული თანხა სრულად და დროულად არის გადახდილი“ (სემეკის 2008 წლის N20 დადგენილება), მას ეს თანხა, რომელიც აბონენტის ანგარიშზე რჩება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მოთხოვნისთანავე უკან უბრუნდება კომპანიის მიერ".
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა