|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ეროვნული ფორუმის“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატები ადგილობრივი კადრები იქნებიან

„ეროვნული ფორუმი“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატებს ადგილობრივი კადრებიდან შეარჩევს. ფორუმის ლიდერის და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მან ქუთაისში თავისი მისია შეასრულა და მეორეჯერზე მაჟორიტარობას არ აპირებს. თუმცა არ გამორიცხავს სხვა ქალაქში იყაროს კენჭი. რაც  შეეხება ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, აცხადებს, რომ „ეროვნული ფორუმი“ კანდიდატებს ადგილობრივი კადრებიდან შეარჩევს.

„ნიუპრესი“ „ეროვნული ფორუმის“ ქუთაისის ოფისის თავმჯდომარეს გელა გაბადაძეს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, მაჟორიტარად კახი დვალიშვილის კანდიდატურა განიხილება. რაც შეეხება თავად გაბადაძეს, მას შემოთავაზება ჯერ არ მიუღია, თუმცა შეთავაზების შემთხვევაშიც უარს იტყვის. დანარჩენი ორი კანდიდატის ვინაობა ცნობილი არაა.

კახი დვალიშვილთან დაკავშირება, ამ ეტაპზე ვერ მოვახერხეთ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა