ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური დღეს დაიწყება
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 5 ნოემბერს დაიწყება და 20 ნოემბერს დასრულდება. ტური ცენტრალიზებულად, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში გაიმართება. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამი ტურისაგან შედგება და წელს პირველად მისი პირველი ტური ელექტროულად ჩატარდება.
მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტი და, ამასთან ერთად, მოხვდა შესაბამისი კლასის საგნის რეიტინგული სიის პირველ ათას მონაწილეს შორის. ოლიმპიადა ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე მთელი საქართველოს მასშტაბით წელიწადში ერთხელ ტარდება. მისი მიზანი ნიჭიერი მოსწავლეების წახალისება, სასწავლო პროცესის სტიმულირება და, ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენაა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით გაემგზავრებიან.
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი 1700-ზე მეტმა სკოლამ გამოთქვა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















