|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს არის ქალაქის მერის დანაშაულებრივი ქმედება"- გია გოქაძე

არასამთავრობო ორგანიზაციები "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-ბარის "არგო" მშენებლობის შესაჩერებლად საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას მოითხოვენ. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს წერილობით მიმართეს, თუმცა მოთხოვნაზე  უარყოფითი პასუხი  მიიღეს.

 მათი განცხადებით, "არგოს" მშენებლობაში საკრებულოს თავმჯდოომარის დავით დვალის და ქალაქის მერის შოთა მურღულიას ფინანსური დაინტერესება იკვეთება.

"საკრებულოს  თავმჯდომარეს წერილობით მივმართეთ, სადაც ვითხოვდით  მოეწვია რიგგარეშე სხდომა. მას ამის უფლება ქონდა, მივუთითეთ კონკრეტული მუხლი.  სამწუხაროდ, მისგან მივიღეთ პასუხი, რომ არ შედგება ეს სხდომა.  ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას. 25 საკრებულოს წევრიდან  24  წევრს მივმართავთ. ეს არის ქალაქის მერის დანაშაულებრივი ქმედება  და ამას ხელს უწყობს  საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი. დარწმუნებული ვართ, რომ "არგოს" მშენებლობაში საკრებულოს თავმჯდოომარის დავით დვალის და ქალაქის მერის შოთა მურღულიას ფინანსური დაინტერესება იკვეთება. საქმე გვაქვს კორუფციასთან. ჩვენ  ბოლომდე ვიბრძოლებთ  ამ უსამართლობის წინააღმდეგ",-აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარემ გია გოქაძემ.

ქუთაისის საკრებულოში აცხადებენ, რომ  85-ე მუხლი არ იყო დაცული, ამის გამო  სხდომის გამართვაზე უარი მიიღეს.

ქალაქის მერიაში  არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას "ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ინიცირებულს" უწოდებენ და აღნიშნულთან დაკავშირებით  კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, 10-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-ბარის "არგო" მშენებლობის შეჩერება მოითხოვა.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა