|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი უძილაური: "ეს ქალაქი მაინც აშენდება"

"ნიუპრესზე" გასულ მასალას, ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქი, შესაძლოა, არ აშენდეს?   საქველმოქმედო ფონდის "ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის პროექტი არ შეფერხებულა, თუმცა ახალი რეალობიდან გამომდინარე, პროექტში,  შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს: 

 "პირველადი სამუშოები, რაც გულისხმობს ტერიტორიის გაწმენდას და შესწავლას, ჩატარდა. ამ სამუშაოების შედეგად გამოჩნდა ახალი რეალობა, რომელმაც შეიძლება პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოითხოვოს.  შენობების მშენებლობის დაწყებამდე პირველადი სამუშოები მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანაა. გრუნტის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, დამატებითი სამუშაოები გახდეს საჭირო, თუმცა ეს საერთო პროექტზე არ იმოქმედებს",-განაცხადა მან.

 უძილაურის თქმით, საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტზე მუშაობა გეგმაზომიერად მიმდინარეობს, როგორც ტექნიკური, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით: "ეს არის უზარმაზარი პროექტი, ამიტომ მას ძალიან სერიოზული მომზადება ჭირდება. პარალელურად, გრძელდება მუშაობა შინაარსობრივ მხარეზე. დღეს  კანცელარიაში ერთ-ერთი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენლობასთან იყო შეხვედრა, ხვალაც იგეგმება შეხვედრები, ეს არის  საკმაოდ გრძელი და შრომატევადი პროცესი,  ხელის ერთი აქნევით ქალაქები მხოლოდ ზღაპრებში შენდება. ამ იდეის, ან ამ იდეის ავტორის მტრებმა როგორადაც უნდა მოინდომონ, ეს პროექტი მაინც განხორციელდება და ქუთაისში საუნივერსიტეტო  ქალაქი აშენდება", -განაცხადა მან.

შეგახსენებთ,  საუნივერსიტეტო  ქალაქის  პროექტის   პრეზენტაცია 12 სექტემბერს გაიმართა, რომელსაც ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.  ადგილზე ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა  ადგილობრივების განცხადებით, არჩევნების შემდეგ ტერიტორიაზე სამუშაოები არ განახლებულა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა