|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქი, შესაძლოა, არ აშენდეს? [VIDEO]

აშენდება თუ არა ქუთაისთან ახლოს საუნივერსიტეტო ქალაქი, საკითხი ჯერჯერობით ისევ  კითხვის ნიშნის ქვეშ არის. როგორც "ნიუპრესს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, აშენდება თუ არა საუნივერსიტეტო ქალაქი აღნიშნულ ტერიტორიაზე. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე დეკემბრის ბოლოს კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.

"ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, აშენდება, თუ არა საუნივერსიტეტო ქალაქი. მშენებლობა თვის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ჯერჯერობით გეგმაც კი არ არსებობს. როგორც ვიცი, აღნიშნულ საკითხს დეკემბრის ბოლოს კიდევ ერთხელ განიხილავენ",-განაცხადა "ნიუპრესის" წყარომ.

"ნიუპრესმა" აღნიშნულ საკითხზე კითხვით მიმართა ფონდის "ქართუ" წარმომადგენლობას, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. 

ინფორმაციას უარყოფს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი. მისი თქმით, ამ დროისათვის მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები.

"ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები",-აცხადებს დავით დვალი.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯერჯერობით სამუშაოები არ დაწყებულა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ არჩევნების შემდეგ ადგილზე არავინ გამოჩენილა, მანამდე მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

 

შეგახსენებთ, საუნივერსიტეტო  ქალაქის  პროექტის   პრეზენტაცია 12 სექტემბერს გაიმართა, რომელსაც ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

უნივერსიტეტის ასაშენებლად  ვარციხის მიმდებარედ არსებული ტყე შეირჩა. აღნიშნული ტერიტორიის დაახლოებით  100 ჰა მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ბალანსზეა რეგისტრირებული. დააახლოებით 12 ჰა მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ „ენერგო პრო ჯორჯიასგან“ შეისყიდა.  

P.S. "ნიუპრესზე" გასული აღნიშნული მასალის შემდეგ  ფონდი "ქართუს" წარმომადგენელმა გიორგი უძილაურმა განაცხადა, რომ პროექტის განხორციელება  გეგმაზომიერად მიმდინარეობს.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა