|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო გახდა

1-ელი ოქტომბრიდან ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონის რეგისტრაცია სავალდებულო გახდა.

ცვლილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შედის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ინფექციების პრევენციისა და სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით.

სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ დღეს ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ ისაუბრა.

მისი თქმით,  ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრები 1-ელ ოქტომბრამდე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ. ამისათვის საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართონ.  წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება დაჯარიმება. ჯარიმები იწყება 50 ლარიდან და არის 1000 ლარამდე.
აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია უფასოა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა