|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ესტონეთის ელჩმა ვანში თაფლის მწარმოებელი კოოპერატივი მოინახულა

 საქართველოში ესტონეთის ელჩი პრიიტ ტურკი და სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაცი ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ მედულაშვილი  სსიპ „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას“ეწვივნენ.  სტუმრები  სკოლის მსმენელებს  საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ესაუბრნენ.  ელჩმა  ამ  მიმართულებით ესტონეთის გამოცდილებაზე ისაუბრა.  

მოგვიანებით ელჩმა, იმერეთის რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და პარლამენტის დეპუტატმა დავით ლორთქიფანიძემ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ვანში მეორე დონის კოოპერატივი  მოინახულეს.

  კოოპერატივში, სადაც 64 ადგილობრივია დასაქმებული, თაფლს და თაფლის პროდუქტებს აწარმოებენ. კოოპერატივის ხელმძღვანელობა რამდენიმე თვის წინ ესტონეთში იმყოფებოდა, სადაც თაფლის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ. მენეჯმენტი შეძენილი გამოცდილების გამოყენებას პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანის მიზნით გეგმავს.

კოოპერატივის ფუნქციონირებას  უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამები. ბოლო სამი თვის განმავლობაში კოოპერატივმა სახელმწიფოსგან 110 000 ევროს ღირებულების დაფინანსება მიიღო.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა