|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეხმარება თუ არა ფონდი "ნატახტარი" მოზარდებს?

ფონდი "ნატახტარისა"  და ასოციაციის "ჩვენი სახლი– საქართველო" ერთობლივ პროექტზე, რომელსაც  "ვიზრუნოთ მომავალზე" ქვია,  ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ისაუბრეს.  ფონდის "ნატახტარი" წარმომადგენლებმა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჟურნალისტებთან გამართეს.   მათი განცხადებით, პროექტის ფარგლებში დახმარება 247 ბენეფიციარს გაეწია,  მათ შორის ქუთაისსა და ხონში - 23 მოზარდს. 

"ნატახტარის" ლიმონათის შეძენისას 1,3 და 5 თეთრი  ფონდში "იზრუნე მომავალზე" ირიცხება.   ბოლო პერიოდში  გავრცელდა მოსაზრება, თითქოს დარიცხული თანხა არ ხმარდება მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, რაც  მტკნარი სიცრუეა. პროექტი 5 წელია მუშაობს.  ამ ხნის განმავლობაში შემოსულია 587 857 ლარზე მეტი. ამ თანხით  საქართველოს მასშტაბით 247 მოზარდს გაეწია დახმარება. ჩვენი მთავარი მიზანია იმ მოზარდების გზაზე დაყენება, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან"-განაცხადა "ნატახტარის" წარმომადგენელმა ნინო სურმავამ.

 მისი თქმით,  მათი  ბენეფიციარები ცხოვრობენ მცირე საოჯახო სახლებში, ან ბავშვთა სახლებში. "სოციალურად დაუცველ ბავშვებზე  სახელმწიფო მხოლოდ 18 წლამდე ზრუნავს. შემდეგ კი მათზე მზრუნველობას წყვეტს, რაც  მათთვის  განაჩენია. იმ შემთხვევაში თუ არ ყავთ ოჯახის წევრები, ან ახლობლები,  მოზარდები  ქუჩაში რჩებიან. ჩვენ  გადავწყვიტეთ ავიღოთ ჩვენს თავზე სოციალური პასუხისმგებლობა. 15 წლის ასაკიდან მოზარდებში ვიწყებთ მუშაობას. ჩვენი ფსიქოლოგები სწავლობენ ბავშვის ფსიქოლოგიას, შემდეგ ვცდილობთ მოზარდები დავასაქმოთ მათთვის სასურველ პროფესიაზე. მაგალითად, თუ ბავშვის სურვილია იყოს კარგი სტილისტი, ჩვენ ვეძებთ სალონებს და ვცდილობთ შევასწავლოთ ეს სფერო მათ. ამის უზრუნველყოფას ვაკეთებთ, რადგან მოზარდს 18 წლის ასაკში უკვე შეეძლოს დამოუკიდელად არჩინოს საკუთარი თავი.  ჩვენ ამის 247 კონკრეტული მაგალითი გვაქვს ",–აღნიშნა  სურმავამ.

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია,  კონკრეტულად  რა ტიპის დახმარება გაეწიათ მოზარდებს.  

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა