"FEMINA CREATOR"- შემოქმედი ქალების ნამუშევრების გამოფენა ქუთაისში [PHOTO]
"შემოქმედების პროცესში ქალი არ არის მხოლოდ პასიური მონაწილე, რომელსაც ძირითადად მუზის ფუნქცია აკისრია, არამედ თავადაც არის ძალიან საინტერესო შემოქმედი"-ამ გზავნილით ქუთაისში გამოფენა გაიმართა. დედის დღესთან დაკავშირებით, "თი ბი სი" გალერეაში ქუთაისელი შემოქმედი ქალების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
გამოფენის "femina creator" ფარგლებში წარმოდგენილი იყვნენ ქუთაისელი შემოქმeდი ქალები, როგორც მხატვრები, ასევე დიზაინერები, ფოტო გრაფი და მუსიკოსი.
გამოფენა მერიის კულტურის განყოფილების ორგანიზებით მოეწყო. თამთა თურმანიძის განცხადებით, ქუთაისში გაცილებით მეტია შემოქმედი ქალი, რომელთა ნამუშევრების გამოფენა ეტაპობრივად მოხდება.
დღეს წარმოდგენილი იყო: ირმა კუხიანიძის, ლია უკლებას, ქრისტინე რობაქიძის, ნატო იმედაშვილის, ნათია აფხაიძის, ეკა აბულაძის და ნათია მაღლაკელიძის ნამუშევრები.
ასევე გაიმართა გოგონათა ბენდის "ფორ ლაინსის". ბენდის წევრის ნათია მაღლაკელიძის განცხადებით, გამოფენას,როგორც საკუთარი ნამუშევრებით, ასევე მუსიკით შეუერთდა და მათმა ბენდმა საავტორო მუსიკა შეასრულა.
ღონისძიებას ქუთაისის მერი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















