|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში იური მეჩითოვის ფოტოგამოფენა მოეწყო

ქუთაისის  მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრის ფოიეში ფოტოგრაფ იური მეჩითოვის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ფოტოგამოფენა სახელწოდებით "საქართველო ორ-ორ სურათად" დოკუმენტური ჟანრის ფოტოები იყო წარმოდგენილი.

მეჩითოვმა დაინტერესებულ  საზოგადოებას მასტერკლასი ჩაუტარა.

 ”სურათიდან რაღაც უნდა დაინახო, მოთხრობა უნდა შექმნა. ყველას გონია, რომ ფოტო დაკავშირებულია სიმართლესთან, თუმცა ფოტო სიმართლესაც აღწერს და სიცრუესაც. შესაძლოა, შენი ფოტო ვიღაცისთვის  შთაგონების მიზეზი  გახდეს. აი, ეს არის ფოტოგრაფია და არა ის რამდენიმე კადრი გადაიღო და არ გაიაზრო, რას იღებ”,-აღნიშნა მეჩითოვმა.

 იური მეჩითოვი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, არის მრავალი ფოტოგრაფიული პროექტის ავტორი, 2012 წელს იყო კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი