|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გადავა თუ არა კობა ნარჩემაშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში?(VIDEO)

"ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა ბრიფინგი გამართა. მაან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს, როგორც საკუთარს ასევე მისი კონკურენტისას. ნარჩემაშვილის თქმით, ის არ დაყოფს ამომრჩეველს პარტიულობის მიხედვიოთ და ყველაფერს გააკეთებს მის მიერ გაჟღერებული პროექტების შესასრულებლად.

კითხვაზე, დარჩება ის საკანონმდებლო ხელისუფლებაში თუ გადავა აღმასრულებელ სტრუქტურებში, თუნდაც შს მინისტრად, ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ მან ეს ეტაპი პოლიტიკაში დაასრულა და და ის რჩება პარლამენტში. რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლის დაყენებასაც აპირებს, აცხადებს, რომ ჯერ არ გააჟღერებს.

49 ოლქის დეპუტატმა "ქართული ოცნების" მიერ  საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ეს არ არის საფრთხე, არამედ ბერკეტი ხელისუფლების ხელში მის მიერ გაცემული დაპირებების შესასრულებლად. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა