|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელნაკეთი "ვეფხისტყაოსნის" შექმნა დაიწყო

ჭიათურის მუნიციპალიტეტმა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრთან ერთად, ხელნაკეთი "ვეფხისტყაოსნის" შექმნა გადაწყვიტა.  "გადაწერე ვეფხისტყაოსანი" - შოთა რუსთაველის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ხორციელდება.  

 პროექტი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს წარადგინეს. შეხვედრას რეგიონის მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურის უფროსები და იმერეთის ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია დაესწრენ. 

მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურის უფროსებს პროექტში მონაწილეობის მისაღებად სპეციალური ფურცლები, კალმები და მელნები გადაეცათ.

"ვეფხისტყაოსანი" უკვე იწერება ჭიათურასა და საჩხერეში. პროექტში თითოეული მუნიციპალიტეტის ჩართულობაა აუცილებელი. პოემის ერთი სტროფის გადაწერა ყველა პროფესიისა და ასაკის ადამიანს შეუძლია.

შეგახსენებთ, 2016 წელი იუნესკომ შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა