"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" წურბელასავით გვაზის კისერზე"
"პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის" წევრი გოგი წულაია წყალმომარაგების კომპანიის გაუქმებას მოითხოვს. მისი თქმით, კომპანია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში იმიტომ შეიქმნა, რომ არჩევნებში გამოეყენებიათ მათი ხმები.
"უამრავი ადამიანია დასაქმებული წყალმომარაგების კომპანიაში. დაბალ რანგზე მყოფ თანამშრომლებს უმნიშვნელო ანაზღაურებაა აქვთ, ზემდგომებს, ვინც არაფერს აკეთებს, გაორმაგებული. ეს არის კორუფცია, დასაქმებული ყავთ თავიანთი ახლობლები და ნათესავები. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წურბელასავით გვაზის კისერზე. მე პირადად, კომპანიიას დაარსების დღიდანავე ვებრძვი. სააკაშვილმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია არჩევნების გამო შექმნა. სამი წლის წინ დავით ნარმანიამაც აღნიშნა, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაარსება დიდი სისულელეა. მას ამ განცხადების შემდეგ მივწერე წერილობით, რომ გაეუქმებიათ ეს კომპანია, მომწერეს პასუხი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებდნენ. თუმცა 3 წელი გავიდა და მას შემდეგ რეაგირება არ არის. რამდენჯერმე კიდევ მივწერე ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ",-განაცხადა წულაიამ.
წულაია ქუთაისის მაჟორიტარ კანდიდატებს მიმართავს, რომ იაქტიურონ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















