|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის ცენტრის ტექპერსონალი გაიფიცა

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის ცენტრის ტექპერსონალი გაიფიცა. 60-მდე თანამშრომელი დაბალ ხელფასებსა და რთულ სამუშაო პირობებს აპროტესტებს. გაფიცულების განცხადებით, მათი ხელფასი 220 ლარს შეადგენს, რაც  შრომის შესაბამისი არაა.

თანამშრომლებმა გაფიცვამდე მიმართეს ხელმძღვანელობას და  მოთხოვნები გააცნეს. უარის მიღების შემდეგ კი დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები გაგრძელდება.

"რამდენიმე კვირაა თხოვნით მივმართავთ "გაერთიანებული წყალმომარაგების" ქუთაისის კომპანიის დირექტორს, თუმცა რეაგირება არ არის. ჩვენი მოთხოვნაა გაგვიზარდონ ხელფასები, ვინაიდან ეს თანხა საკვებადაც არ გვყოფნის. სამუშაოები მძიმეა, ანაზღაურება ცოტა. ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, გავმართავთ აქციებს",-აღნიშნა გოჩა დანელიამ.

გაფიცულებს  პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის,  გიორგი კობერიძის განცხადებით, ყველაზე დაბალანაზღაურებად თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ. გაზრდილი ხელფასები მათ უკვე შემდეგ თვეში დაერიცხებათ. იგეგმება ხელფასების 30-50 პროცენტის ოდენობით ზრდა. კობერიძის თქმით, ხელფასების ზრდა ეს არა მხოლოდ ქუთაისელ, არამედ კომპანიის ყველა დაბალანაზღაურებად თანამშრომელს შეეხება.

   

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა