|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაერთიანებულმა ოპოზიციამ" ზესტაფონში მერობის კანდიდატი დაასახელა

"გაერთიანებული ოპოზიციის" ლიდერებმა  ზესტაფონში მერობის კანდიდატი წარადგინეს.  ოპოზიციის სახელით ზესტაფონის მერობისათვის  ბაქარ ხიჯაკაძე იბრძოლებს.

 ხიჯაკაძე ზესტაფონელია, წარსულში ის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. 

ოპოზიციამ ასევე საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა. ნახშირღელის ოლქში დეპუტატის მანდატის მოპოვებას გაგა ლაბაძე შეეცდება.  

რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატების დასახელების ვადა დღეს ამოიწურა. რიგგარეშე მერობის არჩევნები იმერეთში ორ მუნიციპალიტეტში, ზესტაფონსა და ჭიათურაში გაიმართება. ჭიათურაში გაერთიანებულ ოპოზიციას მერობის კანდიდატი არ დაუსახელებია.

 ზესტაფონის  მერობისათვის კანდიდატად სახელისუფლებო პარტიამ გიორგი გოგლიჩიძის კანდიდატურა დაასახელა, რომლიც სახელსაც ბოლო წლებში ზესტაფონის ყოფილი მერის კახა მახათაძის წინააღმდეგ მიმართული კამპანია უკავშირდება. "თავისუფალი საქართველოდან" ზესტაფონის მერობისათვის იყრის კენჭს ასევე გოგი წულაია. 

შეგახსენებთ,  რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა