გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია ოქტომბრის ბოლოს დაიწყება
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე 4 ოქტომბერს, სოფელ ჭყვიშში ტაბიძეების სახლ-მუზეუმს ეწვევა.
გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზი ავარიულობის გამო, წლებია, არ ფუნქციონირებს.
როგორც "ნიუპრესს" იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან შეატყობინეს, ვანის ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მოამზადა შენობის სარეაბილიტაციო პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა - 258 ათასი ლარი გამოყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დაიწყება. შეკეთდება სახურავი, მოეწყობა ფასადი, ინტერიერი, განათება, გათბობა, ასევე, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმის მისასვლელი პანდუსი.
სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















