გალერეაში „ვარლა“ მხატვართა საშემოდგომო გამოფენა გაიხსნა
ქუთაისში, გალერეაში „ვარლა“ მხატვართა საშემოდგომო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია იმერეთის მხატვრების ნამუშევრები. დამთვარიებელს საშუალება ეძლევა 60 მხატვრის 110 ნამუშევარს გაეცნოს.
ღონისძიება ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გახსნა. მან მხატვრებს წარმატებები უსურვა.
გამოფენის გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე დაესწრო. დამთვალიერებელთა შორის იყვნენ კადეტები.
გალერია ,,ვარლაში“ საშემოდგომო და საგაზაფხულო გამოფენები ტრადიციულად ყოველ წელს, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით იმართება.
საზოგადოებას საშემოდგომო ნამუშევრების ნახვა 2 ოქტომბრამდე შეეძლება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















