"გვირილობის" ღონისძიებებმა საგამოფენო დარბაზებში გადაინაცვლა (PHOTO)
"გვირილობისადმი" მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. დღეს აქცენტი კულტურულ ღონისძიებებზე კეთდება. ქალაქში ჩამოსულ დამთვალირებელებს შესაძლებლობა აქვთ საგამოფენო დარბაზებს ეწვიონ, სადაც მხატვართა ნამუშევრების დათვალირებას შეძლებენ. დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში მხატვარ ბერნარდ ნებიერიძის გამოფებაა წარმოდგენილი. სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები მხატვრის შემოქმედებას გაგაცნობთ.
"თიბისი" გალერეა კი ქეთი მელქაძის პესონალურ გამოფენას მასპინძლობს.
დავით კაკაბაძის გალერეაში დღეს 15.00 საათზე ისპაჰანელი მხატვრის, ჰელენე იოსელიანის კალიგრაფიული ნამუშევრები გამოიფინება.
ღონისძიებები მიმდინარეობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
გუშინდელი დღის პროგრამა კი ქართული ცეკვისა და სიმღერის საღამომ დაასრულდა, რომელიც ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საღამო გაიმართა. ღონისძიება, რომელსაც ქალაქის მერი შოთა მურღულიაც დაესწრო, ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მონაწილეობით გაიმართა. კონცერტი ქუთაისის მერიამ დააფინანსა და მასზე დასწრება უფასო იყო.


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















