|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართულმა ოცნებამ" დაადასტუროს, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩება"

„განცხადება გააკეთონ, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩება და ჩავთვლით, რომ ამ მოკლე პერიოდში ოპოზიციამ დიდი საქმე გააკეთა და წარმატებას მიაღწია. ქალაქისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტის ქუთაისში დარჩენა", - აღნიშნული განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი წერეთელმა გააკეთა.

წერეთელი მოითხოვს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ”ქართული ოცნების” უფლებამოსილმა ლიდერებმა განცხადება გააკეთონ, რომელიც ქუთაისში სამთავრობო კანდიდატის პირობას - პარლამენტის ქუთაისში დარჩენის შესახებ, დაადასტურებს.

 წერეთელი მიიჩნევს, ნარჩემაშვილი, რომელიც  ამ განცხადებას აკეთებს,  ან არ იზიარებს „ოცნების“ აზრს, ან უბრალოდ ამომრჩეველთან ტაქტიკურ სვლას აკეთებს.

 დეპუტატობის კანდიდატი ასევე გაყალბებულ არჩვენებზე საუბრობს. მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ ოცნების კანდიდატმა #49 ოლქში არჩევნების გაყალბება დაადასტურა.

"ათასზე მეტ ბიულეტენზეა საუბარი, რომელიც გაბათილდა. ”ქართული ოცნების” კანდიდატი ადასტურებს და ამბობს, რომ მისი ბიულეტენები გაბათილდეს. ეს ნიშნავს, რომ გაყალბება დადასტურებულია”, - განაცხადა გიგი წერეთელმა. 

#49 ოლქში "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით,  გაბათილებულმა ბიულეტენებმა მას 5% დააკლო.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა