|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით ქუთაისის მერია პოზიციას არ იცვლის

ქუთაისის მერი გარემოვაჭრეებს შეხვდა. გიორგი ჭიღვარიამ მერიის შენობასთან მისული მოვაჭრეები კაბინეტში მიიღო. მერიის ინფორმაციით, ქალაქის მერის პოზიცია უცვლელია და გარევაჭრობას ქუთაისში არ დაუშვებს.

გიორგი ჭიღვარიას განმარტებით, მათ უკვე მოილაპარაკეს ბაზრების ხელმძღვანელებთან.

"მოვილაპარაკეთ ბაზრების ხელმძღვანელებთან და მზად არიან გარემოვაჭრეებს სამი თვით უფასოდ გამოუყონ დახლები"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ნაწილი დათანხმდა შეთავაზებას, ნაწილს კი მერი ხვალ შეხვდება. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, იმისათვის, რომ არ მოხდეს ვინმესთვის პრივილეგიის მინიჭება, ადგილების შერჩევა  ლოტოტრონის პრინციით მოხდება. "მწვანე ბაზარში" სამი თვე უფასოდ იქნებიან, სამი თვის შემდგომ 3 ლარს გადაიხდიან, ე.წ. ნინოშვილის ბაზრობაზე კი მერია უფასო ადგილებს ერთი წლით სთავაზობს.

შეგახსენებთ, გარემოვაჭრეებმა მერიასთან პროტესტის ნიშნად აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა