|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გათავისუფლებული ფეხმძიმე გამგე ქუთაისის მერის შეთავაზებაზე უარს ამბობს

ქუთაისის მერის შეთავაზებას, სხვა სტუქტურაში დასაქმების შესახებ გათავისუფლებული საბავშვო ბაღის გამგე არ თანხმდება. ნანა კაკურია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, აცხადებს, რომ მერის ეს შეთავაზება მისთვის შეურაცხმყოფელია. ნანა კაკურიას განცხადებით, ის არ აკმარეს, რომ პოლიტიკური ინეტერესების გატარება დააბრალეს, ახლა კომპენსაციისათვის ახალ სამსახურს სთავაზობენ.მისივე თქმით, ასევე არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ თითქოს ის ბიულეტენზე არ იმყოფებოდა, რისი დამადასტურებელი საბუთებიც არსებობს, სადაც წერია, რომ ნანა კაკურია 18 იანვრამდე ბიულეტენზე იყო.

კაკურიამ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ 25 იანვარს ჩაწერილია ექიმთან ვიზიტზე, სადაც გაირკვევა ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუ მას დაბადებისთანავე ოპერაცია დაჭირდება.

გათავისუფლებული გამგეები  ამავდროულად აცხადებენ, რომ მათ ადგილზე დანიშნული გამგეები თანამშრომელთა დაშინებას ახდენენ. "ეუბნებიან, რომ მათ სოციალურ ქსელში ჩვენ  მხარდასაჭერად კომენტარი არ გააკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან".

ნანა კაკურია და კიდევ ერთი გათავისუფლებული გამგე მაკა აბულაძე სამართლოში  სარჩელის წარდგენას ერთობლივად აპირებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი