|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია სარეკლამო ვიდეო რგოლის გადაღებაში 5 000 ლარს გადაიხდის

ქუთაისში განხორციელებული სამუშაოების შესახებ მერია ვიდეო რგოლს იღებს. 30 წუთიან ვიდეო რგოლში   ბოლო ორი წლის განმავლობაში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტები უნდა იყოს წარმოჩენილი. 

ვიდეო რგოლის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის დონის და ცნობიერების გაზრდა ქუთაისში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ვიდეორგოლში შეიძლება გამოყენებულ იქნას სლოგანები და ასევე, შესაძლოა, რგოლში მოქალაქეების ჩართვა. სასურველია ვიდეორგოლში ცნობადი სახის მონაწილეობა (მომღერალი, მსახიობი, სპორტსმენი), რომელიც იქნება მთავარი მოქმედი გმირი.

ვიდეო რგოლის გადასაღებად მერიამ 5000  ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მხოლოდ შპს "ქედი სტუდიო" მონაწილეობდა. რომელიც სამუშაოებს 4 580 ლარად შეასრულებს.

შეგახსნებთ, რომ ორწლიანი ანგარიში ქუთაისის მერმა მოსახლეობას გაზეთების სახით  უკვე მიაწოდა. გაზეთი ორჯერ დაიბეჭდა, პირველ ჯერზე დაახლოებით 10 000 ლარად 25 000  გაზეთი დაიბეჭდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა