|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

41-ე საჯარო სკოლის დირექტორი ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად სახელდება

ქუთაისის 41-ე  ფიზიკა-მათემატიკური საჯარო  სკოლის  დირექტორი გენადი  მარგველაშვილი ადასტურებს, რომ  ხვალ "ქართული ოცნების" შეკრებაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენა იგეგმება, მიწვეულია.  თუმცა, იმის შესახებ,   იბრძოლებს 2016  წლის  საპარლამენტო  არჩევნებში  ქუთაისის მაჟორიტარობის  მანდატის  მოსაპოვებლად, მარგველაშვილი ჯერჯერობით არ საუბრობს.

"ხვალ გაირკვევა ყველაფერი.  შეხვედრაზე მიწვეული ვარ, თუმცა წინასწარ ვერაფერს გეტყვით, რა მოხდება", - განუცხადა მარგველაშვილმა "ნიუპრესს".

გავრცელებული  ინფორმაციით,  2016  წლის  საპარლამენტო  არჩევნებში  "ქართული  ოცნებიდან"  მაჟორიტარის   მანდატის  მოსაპოვებლად იმერეთში  ცხრა  კანდიდატი  იბრძოლებს. ქუთაისის  კანდიდატები  არიან:  ექიმი  დიმიტრი  მხეიძე,  ყოფილი  შინაგან  საქმეთა  მინისტრი   კობა  ნარჩემაშვილი  და   #41-ე    საჯარო   სკოლის  დირექტორი   გენადი  მარგველაშვილი. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო geonetpress.ge ავრცელებს.

შეგახსენებთ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს  „ქართული ოცნება“  18 ივლისს წარადგენს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა