გია გოქაძე: "გრძელდება მშვიდობიანი "კორცხელი"
ააიპი "ევროპა ჩვენი სახლია"-ს თავმჯდომარის გია გოქაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ადმისტრაციულ ერთეულებს წინასაარჩევნოდ იყენებს. მისი თქმით, სულხან-საბას ადმინისტრაციული ერთეულის „ფეისბუკ“ გვერზე ზიარდება „ქართული ოცნების“ პიარ მასალები, რაც გოქაძის განცხადებით, არის კანონდარღვევა.
„გრძელდება მშვიდობიანი „კორცხელი“, "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ეწევა აგიტაციას. სულხან-საბას ადმინისტრაციული ერთეულის „ფეისბუკ“ გვერზე სისტემატურად ზიარდება სარეკლამო მასალები ერთი პარტიის „ქართული ოცნების“ პიარისთვის. ეს არის კანონდაღვევა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის. სამართალ დარღვევის მე-15 მუხლი ითვალისწინებს იმას, რომ წინასაარჩევნოდ საჯარო მოსამსახურეს უფლება არ აქვს თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობა პარტიული მიზნებისთვის, ან ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს. ასევე საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის აგიტაცია და საარჩევნო კამპანია“,- აღნიშნა გოქაძემ.
სულხან-საბას ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელის, ნინო გოდოლაძის განცხადებით, მათ არანაირი დარღვევა არ ჩაუდენიათ, მით უფრო, რომ წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა.
შეგახესენებთ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადება უკვე დაწყებულია, თუმცა წინასაარჩვნო კამპანია ქვეყანაში ოფიციალურად, 8 ივნისს იწყება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















