გია თევდორაძე: ხმა მივეცი საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ
ქუთაისში #47 ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა გია თევდორაძემ საკუთარი არჩევანი #60 უბანზე გააკეთა.
როგორც თევდორაძემ ნიუპრესს განუცხადა, ხმა საკონსტიტოციო უმრავლესობის წინააღმდეგ მისცა.
"ხმა მივეცი ქუთაისის მომავალს, მის საპარლამენტო სტატუსს, ხმა მივეცი საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ. რაც შეეხება მოლოდინს, ჩვენი გამარჯვების შანსი იმდენადაა დღეს, რამდენადაც საზოგადოებას აქვს გათვითცნობიერებული ის საფრთხე, რაც უკავშირდება ქუთაისისათვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაკარგვას, ასევე რუსი ოლიგარქის ხელში საკონსტიტუციო უმრავლეოსობის მოპოვებას. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ საზოგადოებას ყოფნის ინტელექტი იმისათვის, რომ ყველა ეს საშიშროება კარგად გააცნობიეროს. ვნახოთ, რამდენადაა მზად საზოგადოება, რომ ყველა საფრთხე კარგად გადახარშოს და როგორც ბიძინა ივანიშვილს უყვარს თქმა, ანალიზი გაუკეთოს", -განაცხადა თევდორაძემ.
მისი თქმით, მეორე ტურში ამომრჩევლის დაბალი აქტივობა შეინიშნება, თუმცა ის ადგილობრივების გააქტიურებას დღეს მეორე ნახევარში ელოდება.
გია თევდორაძის კონკურენტი მეორე ტურში "ქართული ოცნებიდან" გენადი მარგველაშვილია.
შეგახსენებთ, ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" სამი კანდიდატიდან ქუთაისში ხმას მხოლოდ გია თევდორაძე აძლევს.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















