გია უკლება: "დარღვევებზე პასუხისმგებლობა საოლქო კომისიასაც ეკისრება"
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გია უკლებას განცხადებით, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების სერიოზულობა საოლქო კომისიამაც დაადასტურა.
„საჩივრების შინაარსიდანაც ჩანდა და საოლქო კომისიამაც დაადასტურა, რომ იყო ხმის მიცემის დროს სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა. რამდენიმე უბანზე კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს მიეცა გაფრთხილება, რაც არის მკაცრი სანქცია, ერთ-ერთ უბანს კი ხელფასის 50%-ით დაქვითვა“, -განაცხადა უკლებამ „ნიუპრესთან“ საუბარში.
გია უკლებას თქმით, არსებულ დარღვევებზე პასუხისმგებლობაა საოლქო კომისიასაც ეკისრება: „ის რომ ასეთ დონეზე ჩატარდა არჩევნები და კომისის წევრები და ხშირად თავმჯდომარეებიც ვერ ართმევდნენ სათანადოდ თავს საქმეს, ვფიქრობ, საოლქო კომისიის პასუხისმგებლობის საკითხიცაა, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში კომიისიის წევრების შერჩევისას სერიოზული შეცდომები იყო დაშვებული. ამასთანავე იყვნენ მიკერძოებულიებნი“,-აღნიშნა უკლებამ.
საოლქო კომისიამ მეორე ტურში შემოსული 29 საჩივრიდან 27 გუშინ განიხილა. საჩივრების განხილვა დღეს გაგრძელდება. დარღვევები, ძირითადად, პროცედურული ხასიათის იყო. იმგვარი ტიპის დარღვევა, რომ რომელიმე უბნის გაბათილების საკითხი არ დამდგარიყო, არ დაფიქსირებულა.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















