|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიგა ბოკერია - „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს"

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,  რომ  ივანიშვილმა ვერ შეძლოს საკონსტიტუციო უმრავლეობის მოპოვება",-განაცხადა გიგა ბოკერიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში უნდა შევიდნენ და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღონ.


როგორც გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაა, რომელზეც განიხილება ორი საკითხი - პარტიის საპარლამენტო ცხოვრებაში და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის საკითხი.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი პარტიის შიგნით პოზიციები გაყოფილია და მსურს, რომ ამ მნიშვნელოვანი კენჭისყრის წინ სხვებს შევუერთდე და საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. მე კარგად მესმის ჩვენი ამომრჩევლების, აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ერთი ნაწილის ემოცია, მათი აღშფოთება იმ უმსგავსობის გამო, რაც ჩვენ ვიხილეთ წინასაარჩევნო კამპანიისა და როგორ ჩატარდა არჩევნების დღე, მაგრამ მე მყარად მჯერად და მწამს, რომ სწორედ ამ უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე, მიუხედავად ამ არათავისუფალი და არასამართლიანი არჩევნებისა, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას, ჩვენი პოლიტიკური ძალა, როგორც ერთადერთი პროდასავლური და დემოკრატიული, ქმედითი პოლიტიკური ძალა ჩვენს ქვეყანაში, აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში.

ეს არის აბსოლუტურად აუცილებელი ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო გამოწვევებიდან და საფრთხეებიდან გამომდინარე. ეს არის აუცილებელი დემოკრატიული ინსტიტუტების ტრადიციის პატივისცემიდან გამომდინარე. ეს არის აუცილებელი იმ 500 000 ამომრჩევლის პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც ჩვენ ხმა მოგვცა. ეს არის აუცილებელი იმ ადამიანების პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც დააშინეს და ხმა ვერ მოგვცა და დიახ, იმ ადამინების პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც ჩვენ ხმა არ მოგვცა“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, დიდი იმედი აქვს, რომ პარტიის პოლიტსაბჭო დღეს სწორედ ამ  გადაწყვეტილებას მიიღებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა