|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიგი წერეთელი და მიხეილ მაჭავარიანი ქუთაისის მაჟორიტარებად?

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების მიუხედავად, პარტიები  ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას არ ჩქარობენ, თუმცა, ამ საკითხზე შიდა განხილვები  აქტიურად მიმდინარეობს.  "ნიუპრესის" ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში ცნობადი და გამოცდილი პოლიტიკოსების  დასახელებას გეგმავს. მათ შორის განიხილება  გიგი წერეთელისა და მიხეილ მაჭავარიანის კანდიდატურები. 

აღნიშნულ ინფორმაციას ვერ ადასტურებს მაჟორიტარობის კიდევ ერთი კანდიდატი გია თევდორაძე. მისი განცხადებით, კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ორივე კანდიდატი თავისი გამოცდილებით კარგი მაჟორიტარები იქნებიან.

"შემიძლია დავადასტურო ერთი რამ, რომ ქუთაისის მაჟორიტარებად განიხილება ბევრი ცნობილი და მნიშვნელოვანი სახე ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან. რაც შეეხება გიგი წერეთელს და მიხეილ მაჭავარიანს, არ მიმაჩნია, რომ ინტერესემოკლებული კანდიდატები არიან ქუთაისისთვის. თუმცა, ამ თემებთან დაკავშირებით კონკრეტული შეხვედრა არ ყოფილა. მე მინდა დავპირდე ქუთაისელებს, რომ პირველ რიგში, ის კანდიდატები დასახელდებიან,  რომლებსაც ჩვენი პარტიის აქტივისტები და მხარდამჭერები დაუჭერენ მხარს. იქნებიან კანდიდატები, რომლებიც თავის ცენზით, გამოცდილებით და კომპეტენციით ქალაქს შეესაბამება",-განუცხადა "ნიუპრესს" პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ გია თევდორაძემ.

 შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნებში  წელს ქუთაისი სამ მაჟორიტარ კანდიდატს აირჩევს. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა