გიგი წერეთელი კრისტინა მუტონენთან დამარცხდა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კრისტინა მუტონენი გახდა. პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრის მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, ვინაიდან ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.
არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ავსტრიის წარმომადგენელ კრისტინა მუტონენს 86-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, გიგი წერეთელს კი -73-მა.
ახალი პრეზიდენტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას 1 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლები მხარს გიგი წერეთელს არ უჭერდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ "ქართული ოცნების" ამ გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა, თუმცა წერეთლს მხარი არც მან დაუჭირა. საქართველოს პრეზიდენტმა კი ქართველი კანდიდატისადმი მხარდაწერას განცხადებით გამოხატა.
გიგი წერეთელი რჩება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად მომავალი 2 წლის განმავლობაში.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე, ყოველწლიური სესია, რომელიც 1-5 ივლისის ჩათვლით საქართველოში მიმდინარეობდა, დეკლარაციის მიღებით და ასამბლეის ხელმძღვანელი პირების არჩევით დასრულდა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















