|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიგი წერეთელი პოლიციას მოუწოდებს, დაიცვას თითოეული ადამიანის ხმა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთელი პოლიციას მოუწოდებს, დაიცვას თითოეული ადამიანის ხმა.

როგორც წერეთელმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, ქუთაისში რამოდენიმე უბანზე გაურკვეველი ადამიანების მობილიზება ხდება, რამაც შეიძლება დაძაბულობა გამოიწვიოს.

,,ვხედავთ როგორ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება. მათ დღეს არჩევნებზე დაწერეს სასურველი შედეგები. ქუთაისში რამოდენიმე უბანზე არჩევნები მოვიგე,
ამიტომ მინდა მივმართო კვირიკაშვილს და „ოცნების“ ლიდერებს, ჯობია დავიცვათ ის ხმები რომელიც არის საოლქო კომისიაში შესული.
ვიცით, რომ ხდება გაურკვეველი ადამიანების მობილიზება უბნებზე. მაგრამ ჩვენ დავიცავთ ყველა ხმას. მოვუწდებ შსს-ს და პოლიციას, რომ დავიცვათ ჩვენი ხმები“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა