|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიგი წერეთელი ქუთაისის ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს

მსგავსი რამ, რაც აქ ვნახე, არსად მინახავს- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის #49-ე უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი წერეთელმა ამომრჩევლთან შეხვედრისას. 

 წერეთელმა ავტოქარხანაში, თვაჭრელიძის ქუჩაზე საკუთარ აქტივისტებთან შეხვედრა ქუთაისის ხელისუფლების მიერ სამუშაოების შეუსრულებლობაზე საუბრით დაიწყო.  მთავარი თემა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა გახდა. წერეთლის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს ამ ადგილზე მოწყობილი სტადიონი განადგურებულია.

„გავიარე ჩემს სამაჟორიტარო უბანში და მსგავსი რამ, რაც აქ ვნახე, არსად მინახავს. მოედანი, რომელზეც ბავშვები უნდა თამაშობდნენ,  გაუბედურებულია. ვხედავთ, რა მდგომარეობაა და ეს არის ადგილობრივი ხელისუფლების სირცხვილი. მერიას ჩემთვის  პასუხის გაცემას, ურჩევნია, საქმე გააკეთოს. რამდენიმე წელია ამ მდგომარეობაშია ეს ადგილი და ეს   საუკუთესო მაგალითია, რას აკეთებს ხელისუფლება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მერია უყურადღებობაში მოქალაქეებმაც დაადანაშაულეს. ადგილობრივების განცხადებით, სტადიონი სამი წელია დაზიანებულია. არაერთხელ მიმართეს მერიას, თუმცა, დაპირების მიუხედავად, ამ დრომდე რეაბილიტაცია არ მომხდარა. მათივე განცხადებით, ქუჩაზე არ არის გარეგანათება.

წერეთლის ბრალდებას არასერიოზულს უწოდებენ თვითმმართველობაში. საბინაო სამსახურის უფროსის ვლადიმერ ნაკაშიძის განცხადებით, წერეთელი ითხოვს იმ სპორტული მოედნის რეაბილიტაციას, რომელსაც ქუთაისის მერია ისედაც აკეთებს.

„გიგი წერეთელი ითხოვს იმ სპორტული მოედნის რეაბილიტაციას, რომელსაც ქუთაისის მერია ისედაც აკეთებს. ეს უკვე არასერიოზულობაა გიგი წერეთელის მხრიდან. საქმე გვაქვს საკმაოდ გაცვეთილ და მოძველებულ მეთოდთან, როცა ოპონენტმა წინასწარ იცის, რა აქტივობები იგეგმება ადგილობრივი ბიუჯეტის ძალებით. ამ შემთხვევაშიც გიგი წერეთელმა ეს მეთოდი გამოიყენა, ის აქტიურად აკვირდება მერიის ტენდერებს SPA.GE-ს, ამის მიხედვით მიდის შესაბამის უბნებზე და მოსახლეობა შეჰყავს შეცდომაში. ის ითხოვს იმ სპორტული მოედნის რეაბილიტაციას, რომელსაც ქუთაისის მერია ისედაც აკეთებს. ტენდერი უკვე შედგა, ხელშეკრულება გაფორმდა შ.პ.ს ,,გლობალ სტანდარტმშენთან“ (ხელშეკრულება #327 9.08.2016. SPA160019233) ასევე აღვნიშნავთ, რომ მინი მოედანი თავის დროზე უხარისხოდ სწორედ გიგი წერეთელის ხელისუფლებამ გააკეთა“, -განაცხადა საბინაო სამსახურის უფროსმა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა