|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გიმნაზიელი გოგონას" ქანდაკების რეაბილიტაციისთვის 1200 ლარი დაიხარჯება

ქუთაისში, მესამე საჯარო სკოლის წინ მდებარე „გიმნაზიელი გოგონას“ ქანდაკების რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერიამ  ტენდერი გამოაცხადა.  1200 ლარი  ქანდაკების გამაგრებაში, მეტალის დამუშავებასა და ქიმიურ დაჟანგვაში, ასევე კალათისა  და ყვავილის რესტავრაციაში გაიხარჯება.

 მიმწოდებელი ვალდებულია „გიმნაზიელი გოგონას“ ქანდაკების რეაბილიტაცია განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარული დღის განავლობაში. მიმწოდებელმა დამუშავების პირობები უნდა შეათანხმოს ქანდაკების ავტორთან.

ტენდერში, გამარჯვებული ბესიკ იმნაძე გახდა.

შეგახსენებთ, გასულ წელს  „გიმნაზიელ გოგონას“ კალათი გაუჩინარდა. გიმნაზიელი გოგონას ქანდაკება გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით  2013 წელს გაიხსნა.

 

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა