გიორგი მარგველაშვილი იმერეთს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 17-18 მაისს იმერეთს ეწვევა. პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს დაგეგმილ ღონისძიებებში, ასევე საჯარო ლექციებს გამართავს სტუდენტებისათვის.
ქვეყნის პირველი პირი 17 მაისს ქუთაისის კადეტთა ლიცეუმს დაათვალიერებს, სადაც კადეტებისათვის საჯარო ლექციას წაიკითხავს, რის შემდეგაც კადეტების შეკითხვებს უპასუხებს.
საღამოს კი გიორგი მარგველაშვილი „ქარავან არტ ფორუმი 2016“-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრება.
პრეზიდენტი ასევე სამეფო რეზიდენციას - "ოქროს ჩარდახს" დაათვალიერებს.
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტი დილით გელათის აკადემიას მოინახულებს, 12:00 საათზე კი ქუთაისის აკაკი წერთლის სახემწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ლექციას წაიკითხავს, სადაც ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაც გაიმართება.
13:30 საათზე საქართველოს პრეზიდენტი ქართული სამოსის გამოფენას დაათვალიერებს.
ვიზიტის დასასრულს გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში ფეხბურთში საქართველოს თასის ფინალურ მატჩს დაესწრება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





13:50
21:51
11:02
16:29
















