|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ვაშაძე: "მაჟორიტარობის კანდიდატები პრაიმერისით შეირჩევა"

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე არ დადასტურებს პარტიის მიერ ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.  ვაშაძის განცხადებით,  ამ დროისათვის პარტია 5 სავარაუდო კანდიდატს განიხილავს, რომელთაგანაც შერჩევა პრაიმერისის გზით მოხდება. ამის შესახებ ვაშაძემ "ნიუპრესს" განუცხადა. მისი თქმით, პრაიმერისი ივლისში გაიმართება.

 საპარლამენტო არჩევნებში გიორგი ვაშაძე ქუთაისში სერიოზულ შედეგებს ელოდება. რადგანაც თვლის, რომ  პარტიას ძლიერი პოზიცია აქვს. პირველი ოფისის გახსნა სწორედ  ქუთაისში მოხდა, ამ დროისათვის კი  ქალაქში უკვე  პარტიის 4 ოფისი ფუნქციონირებს.

ვაშაძე აცხადებს, რომ პარტიას საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში ეყოლება კანდიდატურა. „ძალიან ბევრი ადამიანი მოდის,  ვისთანაც გვაქვს კონსულტაციები, ვისაც სურს ჩვენთან დააყენოს კანდიდატურა. არის ადგილები, სადაც საკმაოდ დიდი კონკურენციაა“-აღნიშნა მან.  მისი თქმით, კანდიდატურების შერჩევა პარტიაში შიდა არჩევნების გზით მოხდება.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა