|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ვაშაძეს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ

 „ახალი საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებულმა ნატო დანელიამ, შესაძლოა, გიორგი ვაშაძეს სასამართლოში უჩივლოს. როგორც დანელია „ნიუპრესთან“ საუბარში ამბობს, აღნიშნულის შესახებ დეტალურ ინფორმაციას პრესკონფერენციაზე გაავრცელებს.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალურად პრესკონფერენციაზე გავაჟღერებ. ვაშაძის პარტია არ აღმოჩნდა დემოკრატიული, რისი იმედიც მქონდა. აქაც კაბინეტებში იღებენ გადაწყვეტილებებს, თუმცა მე ბრძოლას ვაგრძელებ.“,-აღნიშნა დანელიამ.

მისი თქმით, ვაშაძემ სანაცვლოდ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატობა შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა.

„გიორგი ვაშაძემ შემომთავაზა კენჭი მეყარა ზუგდიდში. მას ალბათ გონია, რადგან გვარი მეგრული მაქვს მეგრელ ხალხს  ამ ოინებით მოატყუებს. მეგრელები უფრო მალე ხვდებიან  სიმართლეს, ვიდრე სხვა პოლიტიკოსები“,-განაცხადა ნატო დანელიამ.

დანელია საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად  #47-ე ოლქში მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, ის მოსახლოებას დაპირებებს შეუსრულებს.

შეგახსენებთ, ნატო დანელია გიორგი ვაშაძემ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატობიდან მოხსნა და მის ნაცვლად ირაკლი ჯულაყიძე დაასახელა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა