|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ჭიღვარია: "გადაწყვეტილებას ცენტრალურ ოფისში მიიღებენ"

ვინ იქნებიან ქუთაისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები,  ამის შესახებ ინფორმაცია არ  აქვს პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი ჭიღვარიას. როგორც მან "ნიუპრესს" განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა  ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს და სამივე კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იქ მიიღებენ.

 პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ ცენტრიდან  ქუთაისის ერთ-ერთი საარჩევნო  ოლქში  მაჟორიტარად ჯენჭის ყრაზე შემოთავაზება არ მიუღია. თუმცა, ადასტურებს, რომ შემოთავაზების შემთხვევაში, ამ გამოწვევას აუცილებლად მიიღებს. „მე გუნდის წევრი  ვარ და ჩემი გუნდი რასაც დამავალებს, აუცილებლად დავემორჩილები“,-განუცხადა მან „ნიუპრესს“.

ჭიღვარიას ჯერჯერობით პასუხი არ აქვს, რა პოზიციას დაიჭერს პარტიის ცენტრალური ოფისი ომარ ნიშნიანიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია,  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი  ქუთაისის  სამი სამაჟორიტარო მანდატიდან ერთ-ერთის მოპოვებას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით  გეგმავს.

საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის განმარტებით, კანდიდატურების ვინაობა ივნისის ბოლოს გახდება ცნობილი. თუმცა, დაკონკრეტება უჭირს, ცენტრალური ოფისი ადგილობრივ ლიდერებს დაუჭერს მხარს, თუ ქუთაისისათვის ახალ სახეებს უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ, წინაასარჩევნო კამპანია საქართველოში 8 ივნისს დაიწყო. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა