გიორგი ჭიღვარიამ საპატრულო პოლიციაში მომუშავე დედებს 3 მარტი მიულოცა
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დედის დღე საპატრულოს პოლიციის თანამშრომელ ქალბატონებს მიულოცა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მერი მათ სამუშაო ადგილზე ესტუმრა და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.
გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქალების როლი სახელმწიფოს განვითარებასა და კეთილდღეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ მათ მიმართ მეტი ყურადღებაა საჭირო.
,,დედის დღე მივულოცეთ საპატრულოს თანამშრომელ ქალბატონებს, რომლებიც დღესაც არ ისვენებ და მათთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეს ჩვენს ქვეყანას ემსახურებიან. მათი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















