|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელი დაასუფთავეს

 "ახალი პოლიტიკური ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას - ფალიაშვილის ქუჩაზე ანტისანიტარიის შესახებ რეაგირება მოყვა. რამდენიმე დღის წინ „გირჩის“ ქუთაისი ორგანიზაცის ხელმძღვანელმა თემურ ცამციშვილმა ფოტოები გამოაქვეყნა ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კერძო საკუთრების ნაგავსაყრელად ქცევის შესახებ. ცამციშვილმა მოუწოდა შესაბამის უწყებებს პრობლემის გადაჭრისაკენ.   საკითხის  მოგვარებას ადგილზე განთავსებული კვების ობიექტების მეპატრონეებიც ითხოვდნენ.  ამჟამად ტერიტორია დასუფთავებულია.

„ახალი პოლიტიკური ცენტრის“ მიერ გავრცელებულ და წამოჭრილ პრობლემებს არაერთხელ მოჰყოლია რეაგირება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. ზოგადად, ეს კარგი ტენდენცია. კონკრეტულად ეს შემთხვევა მოითხოვს პრობლემის დროულად გადაჭრას და კერძო მესაკუთრის მიერ აღებული ვალდებულებების დროულად შესრულებას. იმედს ვიტოვებთ, რომ ტერიტორიის დასუფთავება მხოლოდ ერთჯერადად არ მოხდება“,-აღნიშნა თემურ ცამციშვილი „ახალი პოლიტიკური ცენტრის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

"ეს ტერიტორია არის კერძო საკუთრება, რომელიც ხშირად არის დანაგვიანებული. ქუთაისის მერია პეროიდულად აფრთხილებს და მოუწოდებს კერძო პირს, დროულად მოახდინოს ტერიტორიის დასუფთავება, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე გატარდება საჯარიმო სანქციები. აღნიშნული ტერიტორია 2011 წელს აღნაგობის უფლებით გასხვისდა,"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში "გირჩის" განცხადების პასუხად. 

 

 

(ტერიტორია დასუფთავებამდე)

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი