"გირჩის" ოფისს ზესტაფონში ნიკა ქავთარაძე უხელმძღვანელებს
ზესტაფონში "ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის" რაიონულ ორგანიზაციას ცნობილი იუმოროსტი ნიკა ქავთარაძე უხელმძღვანელებს.
ოფისის გახსნა ზესტაფონში, 11 მაისს იგეგმება.
"გირჩის" იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თემურ ცამციშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში "გირჩის" რაიონული ორგანიზაციები სამტრედიაში, ბაღდათში, წყალტუბოსა და ხონში გაიხსნება.
"ახალი პოლიტიკური ცენტრი" ზესტაფონში წერეთლის #1-ში დაიწყებს საქმიანობას. ოფისის გახსნას ორგანიზაციის ლიდერები დაესწრებიან.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





13:50
21:51
11:02
16:29
















