|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია: "#30 სკოლაში ამომრჩევლები "მარშუტკით" მიიყვანეს"

საარჩევნო გარემოს აფასებს "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ქუთაისის # 49 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატის, გოგი წულაიას განცხადებით, ამომრჩეველთა აქტივობა ამ დროისთვის დაბალია, თუმცა ის მოსახლეობის აქტივობის გაზრდას  დღის განმავლობაში ელოდება. მისივე განცხადებით, მოსალოდნელი დაბალი აქტივობის გამო "ნაცონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ამომრჩევლის მობილიზება  მოახდინეს. მათ #30 სკოლაში ამომრჩევლები "მარშუტკით" მიიყვანეს.  წულაიას განცხადებით, იგივეს გააგრძელებს "ქართული ოცნება".

აღნიშნულ სკოლაში  #78 და #83 უბნებიაია განთავსებული. როგორც ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, "ტრანსპორტირების მოწესრიგება კანონით არ იკრძალება, მთავარია, უბნის შიგნით არ მოხდეს დარღვევა".

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა